პროგრეს-ბანკის სკანდალი-მამუკა ხაზარაძე ივანიშვილის პროკურატურაში დაბარებას ელოდება

16 ოქტომბერი 2019, 20:05 395 ნახვა

დღის კიდევ ერთი მთავარი თემაა „პროგრეს ბანკის“ ტრანზაქციები. საუბარია ბანკზე რომლის მფლობელებიც სხვადასხვა დროს იყვნენ კახი კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, ილია გავრილოვი და ბოლოს მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკი.“

ხაზარაძემ  განაცხადა, რომ მაშინ როდესაც 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ შესყიდვის პროცედურა დაიწყო, აქტივები გავლენიანმა უცხოურმა აუდიტორულმა კომპანიამ  შეამოწმა და სწორედ ამ დროს გაჩნდა ეჭვი საეჭვო ტრანზაქციებზე. ხაზარაძე და ოპოზიცია, გამოძიების დაწყებას ითხოვენ - ამბობენ, რომ მაშინ როდესაც თიბისის 10 წლის წინანდელ ტრანზაქციას იძიებენ,  ეროვნულმა ბანკმა პასუხები ამ საქმეზეც უნდა გასცეს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში