უკრაინაში, ქალაქ ლვოვში სამხედრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა.
AN-12 ტიპის თვითმფრინავი სტამბოლის მიმართულებით მიფრინავდა, ლვოვის აეროპორტში კი საწვავის შესავსებად უნდა დაშვებულიყო. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, დაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ის რადარებიდან გაქრა.
შემთხვევა აეროპორტიდან 13 კილომეტრის მოშორებით მოხდა.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            