მეწყერი ქედაში

05 სექტემბერი 2016, 00:00 3466 ნახვა

მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა ქედაში, რის გამოც ხუთი ახალი მეწყრული პროცესი დაფიქსირდა. ამ დროისთვის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. იწმინდება  სოფელ ცხმორისში ჩარგაულის უბანში მცხოვრები 12 ოჯახთან მისასვლელი გზაც.  აქ საუბნო გზაზე ჩამოსული მიწის მასის გაწმენდა სველი ნიადაგის გამო ვერ ხერხდებოდა. სოფელ სირაბიძეებში თენგიზ დიასამიძის საცხოვრებელთან განვითარებული მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოები კი ხვალ უნდა დაიწყოს. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია. აღდგენით სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით აჭარის საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში