ტაივანში ჩანგრეული ხიდის ქვეშ სამი ნავი მოჰყვა

01 ოქტომბერი 2019, 12:43 1801 ნახვა

ტაივანში ხიდი ჩაინგრა. ნანგრევების ქვეშ მეთევზეთა სეინერები მოჰყვა. 

შემთხვევის დროს სულ 10 ადამიანი დაშავდა, მაგრამ 6 -ის მდგომარეობა მძიმეა, რომლებიც ხიდის ნანგრევების ქვეშ აღმოჩდნენ. 

სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასობით მეხანძრე-მაშველი ცდილობდა ნაგრევებიდან ადამიანებისა და ნავების გამოყვანას. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის მაშინ ჩაინგრა, როდესაც მასზე ნავთობმზიდი გადადიოდა, შემდეგ კი ის აფეთქდა. 

ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ერთ-ერთ საპორტო ქალაქში მოხდა. ხიდის ჩამონგრევის მიზეზი ჯერ უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში