ყველა ინვესტორი ვალდებულია, სახელფასო ვალდებულებები შეასრულოს - პრემიერ მინისტრი

26 სექტემბერი 2019, 10:03 1567 ნახვა

საქართველოს პრემიერმა მინისტრმა ტყიბულში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ინვესტორები დასაქმებულებს შესაბამის შრომით პირობებს უნდა უქმნიდნენ. 

''ის რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში აბსოლუტურად მიუღებელია. მსგავს შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, ეს ის პრობლემებია, რომელიც დაგროვილია წლების განმავლობაში. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია სრულფასოვნად შეასრულოს, როგორც თავისი საფინანსო- სახელფასო ვალდებულებები, ასევე შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები. ეს გულისხმობს შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას,'' - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერმა. 

გიორგი გახარიამ ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ტყიბულში ჩასვლა და მაღაროელების პრობლემის მოგვარება დაავალა. 

ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, ის გაემგზავრება არა გარემოებებისა და სიტუაციის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ მოქალაქეების უფლებები. რა ტქმა უნდა ჩვენ ბევრს ვაკეთებთ და გავაკეთებთ შემდგომში ბიზნესის, დამსაქმებლების ინტერესების დასაცავად. რისი საშუალებაც გვექნება დავუდგებით ბიზნეს გვერდით. ასევე დამსაქმებელმა და ბიზნესმაც ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ჩვენი მოქალაქეების სოციალური ვალდებულებები'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მესამე დღეა, ტყიბულელი მეშახტეები გაფიცულები არიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი