მეორე დღეა ტყიბულელი მუშები შახტიდან არ ამოდიან - პროტესტი ტყიბულში 

25 სექტემბერი 2019, 10:33 2081 ნახვა

მეორე დღეა, ტყიბულელი მეშახტეები გაფიცულები არიან. გუშინ, 24 სექტემბერს, მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ და ამ ფორმით, კომპანია „საქნახშირს“ აგვისტოს ხელფასის ანაზღაურებას  სთხოვენ. კოპანიასთან მოლაპარაკებები ვერ შედგა. 

"საქნახშირის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს და მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებენ.

40-მდე მეშახტე კი უკან დახევას არ აპირებენ და პირობების შესრულებამდე, შახტში რჩება.  გაფიცულებმა სოლიდარობა დღეს ტყიბულელებსაც სთხოვეს.   25 სექტემბერს, მუნიციპალიტეტის მერიასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი