პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მთავრობის მეთაურის თქმით, ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ყველა ნახავთ, რომ რამდენიმე დღეში უკვე მომზადდება საბოლოოდ სარჩელი. ეს სარჩელი შევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება და ეს საკონსტიტუციო სარჩელი ზუსტად ამას ემსახურება. დღეს ჩვენთან, პოლიტიკურ სისტემაში, არის წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან მუდმივად მომართული დესტრუქციისკენ და დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ არის გადადგმული მათი თითოეული ნაბიჯი. ისინი ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება. ზუსტად ამის გამოხატულებაა ის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე