დღეს,დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი უნივერსიტეტთან ნაწილი კი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.
დღევანდელი აქცია გასული წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკავშირდება, როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.
