საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყვარელში "ილიაობის" ტრადიციულ დღესასწაულზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ილია ჭავჭავაძის ძეგლი გვირგვინით შეამკო.