ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

12 სექტემბერი 2019, 09:19 11644 ნახვა

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი  დაეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა. მედიკოსებს დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყვათ. 

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალი ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა, თუმცა ზებრა გადასასვლელით არ სარგებლობდა. 

ავარიის გამო რუსთაველის ქუჩის ერთ ზოლში მოძრაობა შეფერხებულია (09:20). 

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი