ხელოვნების უნივერსიტეტის ახალი შენობა გაიხსნა

10 სექტემბერი 2019, 11:37 1435 ნახვა

ხელოვნების უნივერსიტეტს დღეიდან ახალი მისამართი ექნება. ის გორგილაძის ქუჩაზე განთავსდა. სასწავლებლისთვის განკუთვნილი ახალი შენობის რეაბილიტაცია დასრულდა.  2 სართულიან შენობას მესამე სართული დაამატეს. ეზოში კი ახალი 4 სართულიანი კამპუსი აშენდა.

უნივერსიტეტი სრულად აკმაყოფილებს სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტთა საჭიროებებს. მოწყობილია მცირე და დიდი სცენები, სარეპეტიციო სივრცეები, საკონფერენციო და საკონცერტო დარბაზები, ტელესტუდიები. მუსიკალური ინვენტარი და ტექნიკური მოწყობილობები შეიძინეს, მათ შორის გახმოვანებისა და განათლების სისტემები.

შენობა არის სრულად ადაპტირებული. რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ნახევარი დაიხარჯა. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა სასწავლებლის  ყოფილ შენობაში უმაღლესი საბჭო განთავსდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში