საქართველოში ვიზიტით აშშ-დან დიპლომატები და საერთაშორისო ექსპერტები იმყოფებიან

09 სექტემბერი 2019, 12:15 196 ნახვა

საქართველოში ვიზიტით ამერიკის  შეერთებული  შტატებიდან  დიპლომატები და საერთაშორისო ექსპერტები  იმყოფებიან. ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, ჩავიდნენ  სოფელ ოძისში, სადაც  რამდენიმე მეტრში ახალგორში  ე.წ  გამშვები პუნქტი ჩაკეტილია, დეფაქტო ხელისუფლების   გადაწყვეტილებით  გადაადგილება 3 სექტემბრიდანაა  შეზღუდული.

დიპლომატებმა კომენტარი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზეც გააკეთეს. გიორგი გახარიამ გუშინ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის მოწოდებაზე კრემლთან გამართონ პირდაპირი დიალოგი,  განაცხადა რომ დეოკუპაციისთვის განიხილავს ყველა ფორმატს გარდა ომისა. დიპლომატების ნაწილი მიიჩნევს, რომ პირდაპირი დიალოგი კრემლთან  პრობლემას ვერ გადაჭრის რადგან მოსკოვი 2008 წლიდან არ ასრულებს ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში