რვაფეხას გახსნას პრემიერ მინისტრი ესწრება 

21 აგვისტო 2019, 19:59 1588 ნახვა

ბათუმის ბულვარში რვაფეხა, იგივე "კაფე ფანტაზია"  იხსნება. მის რეაბილიტაციაზე სამი მილიონი ლარი დაიხარჯა. გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ესწრებიან.  

რესტავრატორებმა აღადგინეს გამქრალი და დაზიანებული ფიგურები, კონსტრუქციაზე ასეთი დაახლოებით ზღვის 10 ბინადრის მინიატურა იყო.ობიექტი თავიდან შეიფუთა მოზაიკით.

 რვაფეხა 1980 წლებში აიგო, მისი არქიტექტურული კონსტრუქცია მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა არქიტექტორმა გიორგი ჩახავამ შექმნა. 2014 წელს შენობის დანგრევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მის გადასარჩენად ბათუმელების ნაწილი და საზოგადოება "ბათომი" აქციებს მართავდა. შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გადაწყდა, იგი ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში