ბანაობის აკრძალვის მიუხედავად მაშველებმა ზღვიდან 6 ადამიანის გამოიყვანეს /ვიდეო/

19 აგვისტო 2019, 15:03 2131 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო ზოლში ბანაობა აკრძალულია, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია.  მოქალაქეები მაშველების მოწოდებას არ ემორჩილებიან და საბანაოდ მაინც შედიან. 

დღეს დილით, აღელვებულ ზღვაში შესულ 6 მოქალაქეს მაშველების დახმარება დასჭირდათ. მაშველებმა  6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.


დღეს, 19 აგვისტოს, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში