ბათუმის მერია ლეიბებს, საბნებს, ბალიშებსა და პლედებს ყიდულობს

12 აგვისტო 2019, 12:55 982 ნახვა

ბათუმის მერია ტელევიზორების შემდეგ  საძილე კომპლექტებს ყიდულობს.

უწყებამ  ლეიბების, საბნების, ბალიშების, პლედების შესაძენად ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმნეტაციის თანახმად შესყიდვის  საერთო ღირებულება 19 905 000  ლარია.

აღნიშნული თანხით მერია 341 ცალი ერთსაწოლიანი საბნის, 227 ცალი ერთსაწოლიანი ლოგინის გადასაფარებლის,  324 ცალი ბალიშის, 283 ცალი ლეიბის შეძენას აპირებს.

მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ საოჯახო ნივთების  შეძენა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მოხდება და ისინი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.

"წლის დასაწყისში ხდება შესწავლა პროგრამით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ოჯახებს რა საჭიროებები აქვთ და ამის მიხედვით ვაცხადებთ ტენდერებს. ოჯახების ნაწილს სარემონტო მასალების შეყიდვაში ვეხმარებით, ნაწილისთვის კი საყოფაცხოვრებო ნივთებს ვყიდულობთ.“-ამბობს აჭარის მაუწყებელთან საუბრისას  ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე.

მისივე თქმით, პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  მინიმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაა.

მოწყვლადი სოციალური კატეგორიებისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნის პროგრამას ბათუმის მერია უკვე მეორე წელია ახორციელებს. პროგრამის   ბიუჯეტი  500 000 ლარია. საშუალოდ ერთ ბენეფიციარზე  1000 ლარი იხარჯება.  პროგრამა წელს დაახლოებით 500 ბენეფიციარს დააკმაყოფილებს.

ამ ეტაპზე სატენდერო კომისია წინადადებების შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. გამარჯვებული სავარაუდოდ უახლოეს დღეებში გამოვლინდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი