შეხვედრა რიოს ოლიმპიადის მონაწილეებთან

27 აგვისტო 2016, 00:00 2507 ნახვა

''მთელი საქართველო ამაყობს თითოეული თქვენგანით, ჩვენ გვყავს იმდენი ჩემპიონი, რამდენიც გვყავდა ოლიმპიელი''-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ოლიმპიელებს. პრემიერ-მინისტრმა ასევე წარმატებები უსურვა პარაოლიმპიელებს, რომლებიც სექტემბერში იასპარეზებენ. შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის 31-ე ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ, ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს. მედლების ხარისხით კი 206 ქვეყანას შორის საქართველომ  38-ე ადგილი დაიკავა.

ამავე კატეგორიაში