თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად 700 000- 700 000 ლარის გირაო შეუფარდა. ორივე მათგანს ასევე საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ პროკურატურის ნებართვით ექნებათ.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს სახით თითოეულისთვის მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვდა.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.