''ინკოგნიტოს“ საიუბილეო კონცერტი - შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის კულმინაცია

21 ივლისი 2019, 20:21 1282 ნახვა

ცნობილი ჯგუფი „ინკოგნიტო“ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის ჰედლაინერია. სწორედ მან დახურა ფესტივალი.  ლეგენდარულმა ჯგუფმა 40 წლიანი არსებობის განმავლობაში შექმნილი ჰიტები ქართველი მსმენელისთვის "ჩექინ ჯორჯიას"ფარგლებში შეასრულა.  

ექსკლუზიურად ჯაზ ფესტივალისთვის ჯგუფის დამფუძნებელმა კონცერტის დასასრულს მსმენელს  დიჯეი სეტი შესთავაზა. სოლისტი, ჟან-პოლ ბლუი   ქართველ მსმენელს  ქართულად მიესალმა და დაემშვიდობა,  იმედი გამოთქვა, რომ ისევ დაბრუნდება საქართველოში. რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალი წელს სამ დღიანი იყო და ლეგენდარული ჯგუფის საიუბილეო კონცერტით დასრულდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში