ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! - პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას არაეთიკურ განცხადებაზე

07 ივლისი 2019, 23:39 2275 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "რუსთავი ორის" კვირის გადაცემის - "პოსტსკრიპტუმის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას პირადაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის გინების ფაქტს ეხმაურება.

პრეზიდენტი გმობს მეზობელი ქვეყნის მეთაურის პროვოკაციული და შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოხსენიებას.

''პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველშემთხვევაში ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!''- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში