„სკოლა-უნივერსიტეტი“ - სამეცნიერო კონფერენცია

28 მაისი 2019, 15:24 1028 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამეცნიერო კონფერენციას მასპინძლობს. ეს არის კონფერენცია სახელწოდებით „სკოლა-უნივერსიტეტი“, რომელიც უკვე  მეშვიდედ იმართება და მისი მიზანი საბაზისო და უმაღლესი საგანმანმათლებლო სასწავლებლების თანამშრომლობის გაღრმავებაა. მოეწყობა დისკუსიები მოსწავლეებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის.  მოსწავლეებს  ასევე ექნებათ მოხსენებები.

თემატიკა სხვადასხვაა, მაგრამ იგი ძირითადად საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებს მოიცავს. კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტია სექციების ფორმატში იმუშავებს  და  მასში 100-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. სკოლებისა და უნივერსიტეტების ურთიერთთანამშრომლობა ბოლონიის პროცესის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველო 2005 წელს შეურთდა. იგი მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნების განათლების სისტემებთან  დაახლოებასა და  ერთიან  ევროპულ   უმაღლეს  განათლების სივრცესთან ჰარმონიზაციას.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში