ვის სურს აჭარის მაუწყებლის დირექტორობა - მრჩეველთა საბჭოში 9 განაცხადი შევიდა

24 მაისი 2019, 18:00 4309 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე განაცხადი სულ 9 აპლიკანტმა გააკეთა.

განაცხადების მიღება დღეს, 24 მაისს 18:00 საათზე დასრულდა. 

 

 გიორგი კოხრეიძე           გიორგი წულაია

 ირმა  ზოიძე                   შოთა გურაბანიძე

   მერაბ წულუკიძე          ნათია ზოიძე

 დავით ჩხარტიშვილი  ბაჩუკი ჩხეიძე

 თორნიკე მჟავანაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მრჩეველთა საბჭოს 4 წევრმა, მოქმედ დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. 

25 აპრილს კი კონკურსი გამოაცხადა. იმპიჩმენტის და კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილებას ნათია კაპანაძე სადაოს ხდის და ასაჩივრებს. 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილის ამბობს, რომ 4 ივნისისთვის აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სავარაუდოდ ახალი დირექტორი ეყოლება. 

ორშაბათს მრჩეველთა საბჭო სხდომას გამართავს, სადაც კანდიდატების მიერ შეტანილ დოკუმენტებს გადაარჩევენ და კენჭს უყრიან. ამის შემდეგ კი  გამოქვეყნდება სია და  გასაუბრება ჩაინიშნება. სავარაუდოდ, აჭარის მაუწყებელს ახალი დირექტორი 10 დღეში ეყოლება. დირექტორს მრჩეველთა საბჭო 3 წლის ვადით ირჩევს.

აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორის გადაყენებას, მესამე სექტორის კრიტიკული შეფასება მოჰყვა. 


 

 

 

 

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში