ელექტრონული პეტიციის ვებ-ფორმატით ქედის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი პეტიცია დარეგისტრირდა. 200-მდე ხელმომწერი ქედის სასპორტო სკოლისთვის, გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭებას ითხოვს.
საკრებულომ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო, საკითხზე დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაბამისი პროცედურები დაიწყება.გურამ ჯიჯავაძე ქედაში მცხოვრები დამსახურებული მწვრთნელი, აჭარის ჩემპიონი და რესპუბლიკური ტურნირის პრიზიორი იყო. ელექტრონული პეტიციის ამოქმედებიდან ქედის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ორი პეტიციაა დარეგისტრირებული.