როცა სტადიონზე ადგილი არ არის  /ფოტო/

12 მაისი 2019, 12:47 5175 ნახვა

ცნობილი ბრიტანული სპორტული გამოცემის ინფორმაციით, გუშინ ბათუმში, ‘ ანგისის სპორტულ ბაზაზე, “დინამო’’ ბათუმისა და ‘’დინამო’’ თბილისს შორის გამართულ შეხვედრას, 8 000 ადამიანი დაესწრო.

"ანგისის ბაზის“ ტრიბუნებზე 1 500 მაყურებელი ეტევა,  თუმცა თამაშებს, ხშირად,  4 და 5-ჯერ უფრო მეტი გულშემატკივარი ესწრება.

ადგილების ნაკლებობის გამო, ბათუმელებს ორიგინალურობის გამოჩენა უწევთ და ხან ხეზე შემომჯდარს, ხანაც კიბეზე  შემომდგარს უწევთ მატჩის ყურება.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის„ მეთორმეტე ტურის მატჩში, ‘’დინამო’’ ბათუმმა 3:2 დაამარცხა ‘’დინამო’’ თბილისი.

გამარჯვების გოლი, დამატებით დროში,  93-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა.

 

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში