საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები

03 ივლისი 2018, 00:00 1871 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიამ შს სამინისტროს და მთავარი პროკურატურის სახელზე რეკომენდაციები მიიღო. კომისია შს სამინისტროს მიმართავს რეკომენდაციით, კონფლიქტის დროს გ.მ.-ს ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს და გაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავე პირის იდენტიფიცირებისთვის.

მეორე რეკომენდაციას პროკურატურას ეხება, რომ საგამოძიებო უწყებამ დაიწყოს მ.კ-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვან დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს 15  საათზე განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების - გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის მოსმენა გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში