საკრებულომ მგზავრთა გადამყვანებისთვის ახალი საკონკურსო და სანებართვო წესი დაამტკიცა

28 ივნისი 2018, 00:00 2159 ნახვა

უფრო დეტალურად რას მოჰყვა მძღოლების პროტესტი? როგორც იცით ქალაქის მერია, ქალაქის სატრანსპორტო ქსელის გამართვისა და როგორც მერიაში ამბობენ, ქაოსური მოძრაობის აღმოსაფხვრელად სამარშრუტო მიკროავტობუსების განახევრებას გეგმავს.

ცვლილება ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა როგორც გაირკვა, ახალი სქემა ახალი კონკურსის გამოცხადებისა და დასრულების შემდეგ შევა ძალაში.

რაც შეეხება მგზავრთა გადაზიდვის ნებართვის  მაძიებელთა კონკურსს – კრიტერიუმები ძირითადად გამართულ, უსაფრთხო ტრანსპორტსა და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობებს შეეხება, რასაც არ ეწინააღმდეგებიან მძღოლები. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში