საკრებულოს სხდომა ხულოში - Adjara TV

საკრებულოს სხდომა ხულოში

30 ივნისი 2016, 00:00 2982 ნახვა

შემოსავლების ხარჯზე მილიონ 3 ათას 260 ლარით გაიზარდა ხულოს ბიუჯეტიც. თანხა ბაღების, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მუნიციპალიტეტში სასმელი წყლით უზრუნველყოფას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. სხდომაზე საკითხის განხილვას დეპუტატების მხრიდან შენიშვნები მოჰყვა. პრეტენზიებს არ ეთანხმება გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სოფელ რიყეთში ყოფილი ადმინისტრაციული შენობის სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს. დეპუტატებმა საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ მიმდინარე წელს, გაწეული სამუშაოს ანგარიშიც მოისმინეს

ამავე კატეგორიაში