სოციალურად დაუცველის სტატუსის აღდგენის მოთხოვნა

05 ნოემბერი 2017, 00:00 2522 ნახვა

ქედაში მცხოვრები გოგიტიძეების ოჯახი  სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვს. სოფელ ბზუბზუში მცხოვრებ სამწევრიან ოჯახს დახმარება ერთ წელზე მეტია მოუხსნეს. ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო 187 ლარი პენსიაა.

ოჯახის ერთი წევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.  ბოლო შემოწმების შედეგად  გოგიტიძეებმა 100 ათასი ქულა მიიღეს. სოციალურ სააგენტოში ვერ ხსნიან რამ განაპირობა ქულების მატება, თუმცა ამბობენ, რომ ოჯახის მდგომარეობას განმეორებით შეისწავლიან.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში