ახალშობილი დელფინი

07 ივნისი 2016, 00:00 2272 ნახვა

ბათუმის დელფინარიუმში, კიდევ ერთი, რიგით მეოთხე დელფინი დაიბადა. ზღვის ძუძუმწოვრების ოჯახის ერთ-ერთ წევრს  „მონიკას“ პატარა დელფინი დღეს   შოუს მიმდინარეობის დროს შეეძინა. ახალშობილისა და დედის უსაფრთხოების გამო, ორგანიზატორებს შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტის შეცვლა მოუწიათ. ბათუმის დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. მათივე თქმით,  დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უმნიშვნელო ცვლილებები იქნება  პროგრამაში და შოუს ქრონომეტრაჟში.

ამავე კატეგორიაში