11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

05 ივლისი 2017, 00:00 3143 ნახვა

 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. მოსამართლის გადაწყვეტილებით საპროცესო შეთანხმება 2 ბრალდებულს, რამდენიმე დღის წინ გაუფორმდა.

დაკავებული ექვსი პირის საქმეს,  დღეიდან ახალი მოსამარლე ლევან გელოვანი განიხილავს. პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების შესახებ შეთავაზება ძალაში რჩება, თუმცა ადვოკატები  პირობებს არ ეთანხმებიან. უფლებადამცველები საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. 

ბრალდებული პირების ოჯახის წევრები რამდენიმე დღის წინ  ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან  პროკურატურასთან შუამდგომლობის პირობა მიიღეს.

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი