შეფერხებული მოძრაობა - Adjara TV

შეფერხებული მოძრაობა

04 ივნისი 2016, 00:00 3302 ნახვა

ბათუმის რამდენიმე უბანში მიმდინარე კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გამო კი  ქუჩების გარკვეული მონაკვეთები ჩაკეტილია, რის გამოც  მანქანების გრძელი რიგები კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება ქალაქის შემოსასვლელში. ერთ-ერთია ე.წ. მანთაშევის გადასასვლელი, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაა.  საცობები ბათუმის ცენტრალური ნაწილის გარდა დღეს ბათუმის შემოვლით გზებზეც იქმნება, რასაც მიწისქვესა კომუნიკაციების სარემონტო სამუშაოებთან ერთად ზაფხულის ტურისტულ  სეზონს უკავშირებენ. გადატვირთული მოძრაობა ქალაქში განსაკუთრებით პრობლემას სასწრაფო დახმარების მანქანებს უქმნის. მედიკოსების თქმით, მოძრაობისას გზაზე არსებული შეფერხებების გამო პაციენტთან მისვლა უგვვიანდებათ.  ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებებს წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია იწვევს, თუმცა აქვე განმარტავენ, რომ საცობები ქალაქში დიდწილად მანქანების მომრავლებამ გამოიწვია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში