მაღალმთიანი აჭარა დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს

26 მაისი 2017, 00:00 1652 ნახვა

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დილიდან დაიწყო ქედაში. კულტურის სახლში, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი ამ წუთებში მიმდინარეობს. ჩატარდა მარათონი გარბენში, რომელშიც სხვადასხვა სოფლიდან მოხალისე ახალგაზრდები მონაწილეობდენ. სპორტული ღობისძიებები კალათბურთის მატჩითა და ბირთვის ტყორცნით გაგრძელდა. დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, თემებზე „დამოუკიდებელი საქართველო" და „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" ხატვის კონკურსი  იმართება. 


 დამოუკიდებლობა იზეიმეს შუახევშიც, კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაში ადგილობრივი ანსაბლები მონაწილეობდნენ, დღესვე მოეწყო გამოფენა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთელი დაანთეს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დილიდან გამოიფინა დროშები დაბა ხულოში. მოეწყო კულტურული და სპორტული ღონისძიებები, რომელშიც ადგილობრივი ანსამბლები მონაწილეობდნენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი