სოციალური დახმარების აღდგენას კიდევ ერთი ოჯახი ითხოვს

12 მაისი 2017, 00:00 3588 ნახვა

ქედაში, სოფელ ოქტომბერში მცხოვრებ ჩხიკვაძეების ოჯახს, სოციალური დახმარება ორი წლის წინ მოუხსნეს. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრისთვის განკუთვნილი პენსიაა. ჩხიკვაძეები ფიქრობენ, რომ დახმარების შეჩერების მიზეზი, მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთია.

დღეს ოჯახს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ. უმაღლესი საბჭოს წევრ გია აბულაძის თქმით, უახლოეს მომავალში პარტია აჭარის მთავრობას, მოქმედი შეფასების სისტემის შესაცვლელად, ნორმატიულ აქტს წარუდგენს.  

სოციალურ სააგენტოში  კომენტარს არ აკეთებენ. ვცდილობთ მთავრობის კომენტარის მოპოვებას, რომელსაც საინფორამციო გამოშვებაში შემოგთავაზოთ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში