დანიელ სპალენიაკი & აიდა შაჰღასემი
გადაცემა „აკოლადას“ ეს გადაცემა ორი უნიკალური, თუმცა სრულიად განსხვავებული მუსიკალური სამყაროს ერთგვარი პოეტური კვლევაა. პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ თანამედროვე პოლონური ალტერნატიული და ინდი-ფოლკ სცენის ერთ-ერთ ყველაზე მელანქოლიურ ხმას Daniel Spaleniak-ს, რომლის მუსიკაც ბნელ, მისტიკურ და ამავდროულად, უსაზღვროდ მიმზიდველ სამყაროში გვამოგზაურებს.მეორე ნაწილში კი გავეცნობით აღმოსავლეთის უძველესი პოეზიითა და სევდით სავსე ირანელ მომღერალ ქალს, Aida Shahghasemi-ს რომელმაც ამერიკულ მიწაზე ახალი, უნიკალური ჟღერადობა შეიძინა და მსმენელი საკუთარი ფესვებისა და იდენტობის ძიების თანამონაწილე გახადა.