ბრაიან ფერი
„აკოლადას“ ეს გადაცემა მთლიანად ეთმობა სახელგანქთმულ ინგლისელ მუსიკოსს, მომღერალს, სიმღერების ავტორსა და კლავიშისტს - Bryan Ferry-ს და მის ჯგუფს, Roxy Music-ს. ბრაიან ფერი მუსიკალური ნოვატორი და საკულტო ფიგურაა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია არა მხოლოდ მუსიკაზე, არამედ მოდაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე. მისი შემოქმედება ისეთი მუსიკალური სტილის სათავეებთან დგას, როგორებიცაა არტ-როკი და გლემ-როკი.