დაფერ იუსეფი & შერილ ქროუ

27 მაისი 2025, 12:58 41 ნახვა

დაფერ იუსეფი & შერილ ქროუ

გადაცემა „აკოლადას“ პირველ ნაწილში მოგითხრობთ სახელგანთქმულ ტუნისელი მუსიკოსის, მომღერლის, კომპოზიტორისა და უდისტის, Dhafer Youssef-ის შესახებ. დაფერ იუსეფის შემოქმედების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია სუფიზმი, – ისლამის მისტიკური განშტოება. გადაცემის მეორე ნაწილში კი შეხვდებით მეტად ცნობილ ამერიკელ მუსიკოსს, ავტორ-შემსრულებელს, აქტივისტსა და მსახიობ ქალს, Sheryl Crow-ს, რომელიც 9-გზის „გრემის“ მფლობელია და მისი პოპულარობის პიკი 1990-იან წლებს უკავშირდება.