ფრანსისკო ტარეგა & ქაზიმ ქოიუნჯუ

01 მაისი 2025, 12:50 51 ნახვა

ფრანსისკო ტარეგა & ქაზიმ ქოიუნჯუ

გადაცემა „აკოლადას“ პირველ ნაწილში მოგითხრობთ ლეგენდარული ესპანელი კომპოზიტორისა და გიტარისტის, Francisco Tárrega-ს შესახებ. მას ხშირად უწოდებენ „გიტარის პაგანინის“ ან „კლასიკური გიტარის მამას“. ფირმა „ნოკიას“ სატელეფონო ზარი – Nokia Tune სწორედ მისი დაწერილია. გადაცემის მეორე ნაწილში კი წარმოგიდგენთ თურქეთში დაბადებულ ლეგენდარულ ლაზ მომღერალს, სიმღერების ავტორსა და აქტივისტს, Kâzım Koyuncu-ს. ქაზიმმა სიცოცხლეში საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა და მას „ლაზეთის ბულბული“ შეარქვეს.