ვლადიმერ ვისოცკი & ბორის გრებენშიკოვი

14 მაისი 2025, 12:55 57 ნახვა

ვლადიმერ ვისოცკი & ბორის გრებენშიკოვი

გადაცემაში „აკოლადა“ დღეს ორ საბჭოთა, რუს მუსიკოსს შევხვდებით. პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ ლეგენდარულ საბჭოთა ბარდს, მომღერალს, სიმღერების ავტორს, პოეტს, თეატრისა და კინოს მსახიობს Владимир Высоцкий-ს, რომელიც ესტრადის მომღერლებისგან განსხვავებით ჭეშმარიტად სახალხო მომღერალი გახლდათ. მეორე ნაწილში კი ასევე აწ უკვე ლეგენდარულ რუს როკ-მომღერალს, სიმღერების ავტორს, კომპოზიტორსა და პოეტ ბორის გრებენშიკოვს, რომელმაც ადრეულ 1970-იანებში ჩამოაყალიბა საკულტო ჯგუფი „აკვარიუმი“. იგი სამართლიანადაა მიჩნეული რუსული ალტერნატიული როკის ერთ-ერთ პიონერად.