სენტაურუს & ვლადიმერ კოსმა
გადაცემა „აკოლადას“ პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ მეტად საინტერესო მექსიკურ ინდი-როკ და ფოლკ-როკ ჯგუფს Centavrvs, ანუ „კენტავრებს“, რომელიც ექპერიმენტებს ატარებს სხვადასხვა მუსიკალური სტილების სინთეზით. მეორე ნაწილში კი მოგითხრობთ რუმინული წარმოშობის ფრანგ სახელგანთქმულ კინოკომპოზიტორ Vladimir Cosma-ს შესახებ, რომლის მუსიკა კარგადაა ცნობილი ქართველი კინოს და განსაკუთრებით ფრანგული კომედიის მოყვარულთათვის.