ნილ ჰენანი & ტომ რიბეირა

24 სექტემბერი 2025, 16:36 217 ნახვა

ნილ ჰენანი & ტომ რიბეირა

 

გადაცემა „აკოლადა“ წარმოგიდგენთ ორი სრულიად განსხვავებული მუსიკალური სამყაროს წარმომადგენელს. პირველი იქნება ჩრდილოირლანდიელი ცნობილი სიმღერების ავტორი Neil Hannon - ჯგუფ The Divine Comedy-ს დამაარსებელი. იგი ირონიით, სარკაზმითა და დახვეწილი მელოდიებით სავსე ინტელექტუალურ და თეატრალურ ბაროკო პოპს ასრულებს. შემდეგ კი ბრაზილიის მზიან და რიტმულ სამყაროს ვესტუმრებით და გავეცნობით დამწყებ მომღერალს Tom Ribeira-ს, რომელიც თანამედროვე ბრაზილიური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ახალბედა და თვითმყოფადი წარმომადგენელია. მან თავდაპირველი პოპულარობა სოციალური ქსელების საშუალებით მოიპოვა.