ტომ უეიტსი & ნიკ ქეივი
„აკოლადას“ ეს გადაცემა ეთმობა ორ სულიერად დანათესავებულ შემოქმედს, თანამედროვე მუსიკის უდიდეს „ბარდებს“. პირველ ნაწილში მოგითხრობთ სახელგანთქმული ამერიკელი მუსიკოსის, კომპოზიტორის, სიმღერების ავტორის, პოეტისა და მსახიობის, Tom Waits-ის შესახებ. ხოლო მეორე ნაწილში შევხვდებით ავსტრალიელ მუსიკოსს, კომპოზიტორს, მწერალს, სცენარისტსა და მსახიობს Nick Cave-ს. მიუხედავად განსხვავებებისა, ეს მუსიკოსები სხვადასხვა გზით მივიდნენ ერთსა და იმავე მიზანთან: აღწერონ ადამიანური სულის სირთულე და იპოვონ პოეზია ყველაზე ბნელ და მივიწყებულ ადგილებში.