არვო პერტი & „ელემენტ ოფ ქრაიმი“
გადაცემა „აკოლადას“ პირველი ნაწილი დაეთმობა თანამედროვეობის უდიდეს და გავლენიან ესტონელ კომპოზიტორს Arvo Pärt-ს. მას სიჩუმისა და სულიერების კომპოზიტორს უწოდებენ. მისი მინიმალისტური შემოქმედება სცილდება კლასიკური მუსიკის ტრადიციულ საზღვრებს. გადაცემის მეორე ნაწილში კი მოგითხრობთ გერმანიის „ყველაზე ცნობილი უცნობი“ მელანქოლიური როკ-ჯგუფ Element Of Crime-ის შესახებ, რომელიც გერმანული ალტერნატიული და ინდი როკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია.