ომარა პორტუონდო & ჯო სტრამერი

21 აგვისტო 2025, 16:31 99 ნახვა

ომარა პორტუონდო & ჯო სტრამერი

 

გადაცემა „აკოლადას“ პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ კუბური მუსიკის ცოცხალ ლეგენდას, მომღერალსა და მოცეკვავეს Omara Portuondo-ს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 1950-იან წლებში ახალი მუსიკალური სტილის - „ფილინგსის“ ჩამოყალიბებაში. მას დღეს „კუბას დედოფალს უწოდებენ“. გადაცემის მეორე ნაწილში კი შეხვდებით ასევე ლეგენდარულ მუსიკოსს, პანკ-მომღერალს, ჯგუფ The Clash-ის ერთ-ერთ დამაარსებელს, მის ფრონტმენს, სიმღერების ავტორსა და აქტივისტს, Joe Strummer-ს, რომელსაც ხალხმა „პანკ-როკის მეამბოხე პოეტი“ შეარქვა.