Dooda - დუდა როსტომიშვილი | შოთა ადამაშვილი

24 დეკემბერი 2022, 12:30 2032 ნახვა

Dooda - დუდა როსტომიშვილი | შოთა ადამაშვილი

დუდა ახალბედა მუსიკოსია. მას შემოქმდებითი მუზა თორმეტი წლის ასაკში სწვევია და მას შემდეგ „თავისთვის“ სახლში დამოუკიდებლად იკვლევდა გზას მუსიკის პროდიუსინგის (შექმნის) არც თუ იოლ საქმეში. სიმორცხვის და თვითდაჯერებულობის ნაკლებობის გამო იმ დროის ექსპერიმენტულ ჩანაწერებს  საგულდაგულოდ მალავდა დღის სინათლისგან. და აი უკე 22 წლისამ გაბედა და საკუთარი მუსიკალური ქმნილებები, რომელთაც ჟანრობრივი მრავალფეროვნება ახასითებთ თანდათან საჯარო მოსმენისთვის გამოტანა დაიწყო. ასე სადებიუტო მცირე ალბომიც გამოაქვეყნა Moon Glider, The Boy Strider.
დეკემბრის დასაწყისში ახალი ეტაპის დასაწყისის ნიშნად ახალი სიმღერა Grow Apart თანმხლები ვიდეოთი გამოაქვეყნა.

 შოთა ადამაშვილი (ახალი სინგლი და ევროტური)
 

ქართველი ქანთრი მუსიკოსმა, რომელსაც ამ მუსიკალური ჟანრის მოყვარულიც და მისგან შორს მდგომი მსმენელიც კარგად იცნობს შოთა ადამაშვილმა გასულ მაისს სინგლი Would You Mind თანმხლები ვიდეოთი გამოაქვეყნა და ევროპას მიაშურა. მისი მუსიკალური ტურნეს მარშრუტი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოიცავს.
ბოლო სინგლი Quite Like You რომელიც დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა ტურნეში ყოფნისას დაიწერა და ჩაიწერა.