ZUKA (ზუკა სიმონიშვილი) - ახალი ალბომები, VINME LUKA - ახალი ალბომი.

19 მაისი 2025, 14:29 86 ნახვა

ZUKA (ზუკა სიმონიშვილი) - ახალი ალბომები, VINME LUKA - ახალი ალბომი.

ZUKA (ზუკა სიმონიშვილი) - ახალი ალბომები.

 

ზუკა სიმონიშვილი სოლოისტი მუსიკოსი, კერძოდ კი გიტარისტია. თუმცა მის სახელს ხშირად ამოიკითხავთ სხვადასხვა (ძირითადად ჯაზური მიმართულების) მუსიკოსის  საკონცერტო აფიშებზე. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი თანამშრომლობა დრამერ სოსო ცაგარეიშვილთან დუეტ Zuk n’ Sos-ის სახით. Zuka-ს სოლო დისკოგრაფია ათამდე ცალკეულ კომპოზიციას (სინგლს) და დიდ თუ პატარა ალბომს მოიცავს.
მიმდიანრე წლის თებერვალში სტუდია Leno Records-ში ჩაიწერა ზუკა სიმონიშვილის ორი მცირე, ერთამანეთისგან მეტად განსხვავებული ალბომი Easy Beats და IMPROVISATIONS.

 

VINME LUKA - ახალი ალბომი.
 

ვინმე ლუკა სიმღერების ავტორისა და შემსრულებლის ლუკა ლომიძის ფსევდონიმი გახლავთ. იგი საავტორო ქართულენოვან სიმღერებს წერს  და ძირითადად გიტარის თანხლებით ასრულებს. მისი ერთი შეხედვით პრიმიტიული სიმღერები გაჟღენთილია სიალალითა და ხაშურული (ლუკას მშობლიური ქალაქი) პეიზაჟებით. 2021 წელს გამოცემული სრული ალბომის შემდეგ, ლუკამ წელსაც გამოსცა მეორე სრული ალბომი „სახეტიალო“.