Soft Eject System - ახალი სინგლები I Wayward Atom - მცირე ალბომი NAMI
Soft Eject System - ახალი სინგლები
მუსიკოსი, სიმღერების ავტორი ვახო ბაბუნაშვილი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში, ჯგუფ Soft Eject-ის წევრად გაიცნო მსმენელმა. 2013 წელს ვახოს და „მწვანე ოთახის“ წევრ ბექა ჯაფარიძე-შუკვანის(ბექა გრინი) ახალ მუსიკალურ მასალაზე მუშაობამ, პროექტ Sof Eject System-ს დაუდო საფუძველი - მაშინ ამ სახელწოდების ალბომი ჩაიწერა და გამოიცა: Soft Eject System Vol. I
2023 წელს გამოჩნდა პროექტის ახალი ნამუშევარი Soft Eject System Vol. II, თუმცა დაუსრულებელი სახით. ამ წლის ზაფხულს Soft Eject System-ის იუთუბის არხზე ერთმანეთის მიყოლებით ახალი სიმღერები გამოჩნდა და როგორც ვახო ბაბუნაშვილი ამბობს, „გაგრძელება იქნება“.
Wayward Atom - მცირე ალბომი NAMI
მუსიკოსი და პროდიუსერი ნიკა გოგიაშვილი „ჩემი ალტერნატივის“ მსმენელის წინაშე ჯგუფ Safron Soul-ის წევრად წარსდგა. 2024 წელს ნიკამ საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებები შემოგვთვაზა პროექტ Wayward Atom-ის მცირე ალბომის True Bypass სახით.
და აი ახლახანს, მუსიკოსმა ახალი მცირე ალბომი NAMI შექმნა და გამოაქვეყნა.