Soft Eject System - ახალი სინგლები I Wayward Atom - მცირე ალბომი NAMI

11 ოქტომბერი 2025, 13:42 51 ნახვა

Soft Eject System - ახალი სინგლები I Wayward Atom - მცირე ალბომი NAMI

Soft Eject System - ახალი სინგლები

მუსიკოსი, სიმღერების ავტორი ვახო ბაბუნაშვილი, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანების დასაწყისში, ჯგუფ Soft Eject-ის წევრად გაიცნო მსმენელმა. 2013 წელს ვახოს და  „მწვანე ოთახის“ წევრ ბექა ჯაფარიძე-შუკვანის(ბექა გრინი) ახალ მუსიკალურ მასალაზე მუშაობამ, პროექტ Sof Eject System-ს დაუდო საფუძველი - მაშინ ამ სახელწოდების ალბომი ჩაიწერა და გამოიცა:
Soft Eject System Vol. I
2023 წელს გამოჩნდა პროექტის ახალი ნამუშევარი Soft Eject System Vol. II, თუმცა დაუსრულებელი სახით. ამ წლის ზაფხულს Soft Eject System-ის იუთუბის არხზე ერთმანეთის მიყოლებით  ახალი სიმღერები გამოჩნდა და როგორც ვახო ბაბუნაშვილი ამბობს, „გაგრძელება იქნება“.


 

Wayward Atom - მცირე ალბომი NAMI

მუსიკოსი და პროდიუსერი ნიკა გოგიაშვილი „ჩემი ალტერნატივის“ მსმენელის წინაშე ჯგუფ Safron Soul-ის წევრად წარსდგა. 2024 წელს ნიკამ საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებები შემოგვთვაზა პროექტ Wayward Atom-ის მცირე ალბომის
True Bypass სახით.
და აი ახლახანს, მუსიკოსმა ახალი მცირე ალბომი
NAMI შექმნა და გამოაქვეყნა.