გოგა ჟორჟოლაძე

05 მარტი 2022, 14:24 514 ნახვა

გოგა ჟორჟოლაძე

გოგა ჟორჟოლაძე ქუთაისური როკის ერთ-ერთ პიონერია - პანკ მუსიკის აღმოჩენის შემდეგ მან მუსიკალური თვითგამოხატვისთვის სწორედ ეს მიმართულება აირჩია. თუმცა ასე მთლად მის ჩარჩოებში არ მოქცეულა. ზოგადად ქართული ანდერგრაუნდის მიმართაც მისი დამსახურება მეტად დიდია. მის სახლის სტუდიაში G’s Own Studio იწერებოდა ქუთაისური და არამხოლოდ ქუთაისური ჯგუფები.
რაც შეეხება გოგას სოლო ალბომს, ასეთი მხოლოდ ერთია Homegrown და ის 1999 წელს ჩაიწერა. ალბომი სტილისტურად მეტად ეკლექტური გამოდგა -აქ იყო პანკ როკიც, ახალი ტალღა, რეგეი.