ვაკის პარკი - ზაზა ხუციშვილი

10 დეკემბერი 2021, 14:05 717 ნახვა

ვაკის პარკი - ზაზა ხუციშვილი

ქართულ როკ-ჯგუფს „ვაკის პარკს“ წელს მაისში არსებობის 25 წელი  შეუსრულდა. არ არის მცირე ასაკი,  მითუმეტეს თუ გააცნობიერებთ შემოქმედისთვის როგორ რეალობაში გამოვლილ წლებზეა საუბარი.
მუსიკისადმი, და რაც მთავარია ქართული ტექსტისადმი დიდი სიყვარული ჯგუფის ლიდერმა და სიმღერების ავტორმა, ზაზა ხუციშვილმა  გასული საუკუნის რთულ 90-იანებში გამოატარა მეგობრებთან ერთად და დღემდე მისი შემოქმედების მოყვარულები არამხოლოდ მის თაობაში, არამედ უმცროსი, შვილების თაობაშიც გაიჩინა.

სიმღერები „იყო და არა იყო“, „გნებდები“, „ახალი დღე“, „ბრძოლა წესების გარეშე“, "უღრუბლო ცას“  - გარკვეული ეპოქის საუნდტრეკის ნაწილებად იქცნენ.