EGOBOX – Hello/Goodbye I Tamara (თამარა შავერდაშვილი)
Egobox ახალგაზრდა მუსიკოსის ლაშა კოტორაშვილის სოლო პროექტია - სადებიუტო მცირე ალბომი Hello/Goodbye გასული მარტის ბოლოს გამოსცა, თუმცა ეს არაა მისი პირველი მუსიკალური ნამუშევარი. ლაშამ მუზიცირება მეგობარ ნიკა ერგემლიძესთან ერთად ცხრა წლის წინ, 18 წლისამ დაიწყო და ორი პროექტის ფარგლებში ოცამდე სიმღერა ჩაიწერა.
ამჯერად წარმოდგენილი ალბომი ინდი აკუსტიკური როკის, ემბიენტ პოპისა და შუგეიზის ნაზავია.
როგორც ლაშა ამბობს, მუსიკა ისაა, რის გარეშეც არ შეუძლია და ასე რომ მყარად აქვს გადაწყვეტილი ამ მიმართულებით იაროს.
Tamara (თამარა შავერდაშვილი) , ეს სახელი დიდი ხანია ესმის ქართული თანამედროვე მუსიკის მსმენელს - ვოკალისტი, სიმღერების ავტორი მეორე ალბომს წარმოადგენს. მისთვის, როგორც ავტორისთვის ეს ნამუშევარი მნიშვნელოვანი იმითაა, რომ პირველად შექმნა სიმღერები ქართულ ტექსტზე.
ექვსსიმღერიანი ალბომი „შენამდე მოსასვლელ გზებს“ მეტად პერსონალური გამოდგა. ალბომზე Tamara-მ პროდიუსერ არჩილ დბედიაშვილთან ერთად იმუშავა.