Lilla Land - თეა სანებლიძე, დათო თოიძე

06 მაისი 2025, 16:54 62 ნახვა

Lilla Land - თეა სანებლიძე, დათო თოიძე

2000იანების პირველი დეკადის ალტერნატიული მიართულების  დუეტს Lilla Land-ს ვოკალისტი, ტექსტებისა და მუსიკის ავტორი თეა სანებლიძე და მუსიკის ავტორი, პროდიუსერი, გიტარისტი დათო თოიძე ქმნიან. დუეტად გაერთიანებამდე ორივე მათგანი სხვადასხვა ჯგუფებში ირიცხებოდნენ - თეას შემთხვევაში ესენი იყო: Hymera, Dryada, ხოლო დათოსთვის: „ენერგორესურსი“, „აუტანელი სიცხე“, Afternoon Version (ამათ გარდა თაანმშრომლობდა გია თოიძესთან ჯგუფ „წერილის“ ფარგლებში და ნატუკა ნაცვლიშვილთან).
მუსიკალური ფორმის გარდა, რომელიც  ელექტრონულ ბიტებსა და მძიმე საგიტარო რიფებს შეწყობილ თეა სანებლიძის სოპრანოს ეფუძნებოდა, Lilla Land-ს იმჟამინდელ ანდერგრაუნდში გამორჩულს ხდიდა სასიმღეროდ არჩეული გერმანული ენა. (ტექსტებს თეა თავად წერდა).
დუტმა 2009 წელს ჩაიწერა ალბომი
Fledermaus, რომლის გამოქვეყნება წლების შემდეგ 2022 წელს მოხერხდა. დღეს როდესაც თეა სანებლიძე ჰოლანდიაში ცხოვრობს და დათო თოიძე საქართველოში, დუეტი ახალ რეპერტუარზე მუშაობას აგრძელებს.